ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 84-ე ცერემონიალის წამყვანი კომიკოსი ბილი კრისტალი იქნება.
კრისტალის კანდიდატურის არჩევანი დაადასტურეს კინოაკადემიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
კრისტალმა თავის მიკრობლოგში დაწერა "რომ ის იქნება "ოსკარის" წამყვანი და ახალგაზრდა ქალები აფთიაქებში აღარ იკითხავენ ჩემს სახელს, როცა მე წამალს ვყიდულობ".
ადრე ბილი კრისტალი რვაჯერ იყო კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანი, იგი ამ ამპლუაში ბოლოს 2004 წელს გამოვიდა.
თავდაპირველად "ოსკარის" წამყვანად მსახიობი ედი მერფი მოიაზრებოდა, მისი კანდიდატურა 2011 წლის ზაფხულში კინოაკადემიამ მოიწონა. თუმცა 9 ნოემბერს ედიმ უარი განაცხადა წაეყვანა ცერემონიალი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ოსკარის" პროდიუსორობიდან განთავისუფლდა ბრეტ რატნერი, რომელთანაც ედი დიდიხანია თანამშრომლობს.
რატნერის წამოსვლის მიზეზი გახდა სკანდალი, რომელიც სექსუალური უმცირესობის მიმართ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამების გამო აგორდა.
რატნერის რეპლიკა, რომელიც სექსუალური უმცირესობის უფლებების დამცველებმა შეურაცხყობად მიიღეს, ფილმის "როგორ მოვიპაროთ ცათამბჯენი" პრეს-ჩვენებაზე გაისმა, სადაც მთავარ როლს ედი მერფი ასრულებს.
"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალის პროდიუსერის ადგილი პოსტი ბრაიან გრეიზერმა დაიკავა.
ამერიკული კინოაკადემიის 84-ე დაჯილდოების ცერემონიალი 2012 წლის 26 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.