ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოს. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, რადგან ის ქართველია.
"ვფიქრობ, ყველა ქართველი ადამიანი, დაბადებული საქართველოში თუ უცხოეთში, რომელსაც ქართული სული და ხორცი აქვს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მე მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს.