დღეს, 13 ნოემბერს, ნეაპოლში დათო მაღრაძის პოეზიის საღამო გაიმართება. პოეტი თავის წიგნს "ჯაკომო პონტი"-ს წარადგენს, რომლის წინასაიყაობა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ეკუთვნის.
დათო მაღრაძემ "ჯაკომო პონტი"-ს პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ სამეფო უბნის თეატრში გამართა
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა წიგნზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, რომელშიც მითოლოგიური წერილებია გამოყენებული.
„ჯეიმს ჯოისს აქვს ასეთი პოემა „ჯაკომო ჯოისი", რაც არის ჯაკომო კაზანოვასა და ჯეიმს ჯოისის ინტელექტის ერთგვარი დაპირისპირება. დიდი კავშირი არ არის ჩემ ნაწერსა და იმ გენიალურ კაცის ნამუშევარს შორის, მაგრამ უბრალოდ სათაური გაქვს. „ჯაკომო პონტი" გვარ-სახელივით არის და თან პონტია. ბოლო ერთი წლის მანძილზე განცდილი და ნაფიქრი, სადაც ჩადგმულია წერილები ჰერაკლეს, პრომეთეს, აქილევსისა და ოდისევსის წერილები, რომელიც მითოლოგიური სამყაროდან არის. მთლიანად პოემას კლასიკური ლექსის ქარგა აქვს", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" მაღრაძემ.
პოემა ბევრი თავისგან შედგება, რომელსაც თავისი სათაური აქვს. წიგნში ერთ-ერთი ყველაზე პატარა თავია „წუთისოფელი", სადაც მხოლოდ ერთი ფრაზაა „მამის სახლიდან მამის სახლისკენ".