ხვალ, 13 ნოემბერს, გასული წლების მსგავსად გერმანელი ხალხი აღნიშნავს სახალხო გლოვის დღეს და პატივს მიაგებს ომისა და ძალადობის ყველა მსხვერპლს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, გერმანელი ხალხი მოიგონებს მათ, ვინც დევნილებად იქცნენ იდეოლოგიური, რელიგიური ან რასისტული შეხედულებების საფუძველზე ან არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლის გამო.
ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება, რომლის დროსაც
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ორთვინი ჰენიგი გვირგინით შეამკობს მემორიალს.
საელცოს ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი გზავნილია "შერიგება საფლავებთან". ღონისძიება წელს პირველად გაიმართება ველის ყოფილი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე არსებულ გერმანელ ტყვეთა სასაფლაოზე 18:00 საათზე.
აღნიშნულ სასაფლაოს 1999 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია გერმანელ სამხედრო ტყვეთა სასაფლაოებზე ზრუნვის გერმანიის სახალხო კავშირის მიერ.
ცერემონიაზე მოწვეულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები.