თბილისის მერია პრიორიტეტების სწორედ განსაზღვრის მიზნით, 2012 წლის ბიუჯეტს თბილისელებთან ერთად გეგმავს. მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მოსახლეობას ქალაქის ყველა უბანში ყოველდღიურად ხვდებიან და ადგილზე ისმენენ მათ მოსაზრებებს.
თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში პირადად მიიღონ მონაწილეობა, შეავსონ სპეციალური კითხვარი, წამოჭრან მათთვის აქტუალური საკითხი და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. ანკეტის შევსება შესაძლებელია ასევე ელექტონულადაც, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: Tbilisi.gov.ge.
თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მოქალაქეების მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას განიხილავენ და მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გაითვალისწინებენ.
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს ხუხუების ოჯახს ესტუმრება, მათ 2012 წელს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ სამომავლო გეგმებს გააცნობს და მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორედ განსაზღვრის მიზნით, ანკეტის შევსებაში დაეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები