აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის პროვინციაში, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 10 კაცი ემსხვერპლა.
მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ადამიანიც დაშავდა. მიწისძვრამ 25 შენობა დაანგრია ვანის პროვინციის დედაქალაქში. მათგან 22 ცარიელი იყო, 3-ში კი ხალხი ცხოვრობდა. თურქეთის ხელმძღვანელობის განცხადებით, ნანგრევებიდან 27 ადამიანი ამოიყვანეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო სამუშაო.
შეგახსენებთ, რომ ვანში რამდენიმე კვირის წინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.