კომპანია Universal Pictures ლეონარდო და ვინჩიზე ფილმს იღებს. ახალი ფილმი განიხილება არა როგორც ბიოგრაფიული სურათი, არამედ ბოევიკისა და სათავგადასავლო ფილმის ნაზავი. პროექტის სამუშაო სახელწოდებაა "ლეონარდო".
არსებული მონაცემების მიხედვით, საუბარი იქნება ახალგაზრდა და ვინჩიზე, რომელიც გადაარჩენს ევროპის რენესანსის ეპოქას "შუა საუკუნეების სიბნელეში დაბრუნებისგან".
პროექტი დამუშავების ადრეულ სტადიაზეა. ფილმისთვის თავდაპირველი სცენარი ჯონ კურცმანმა დაწერა, რომელიც ადრე ბრიტანულ ტელესერიალზე "საიდუმლო აგენტები'' მუშაობდა.
2010 წლის მარტში პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მსგავსი პროექტი მოწონებულ იქნა კომპანია Warner Bros-ის მიერ. მაშინ საუბარი იყო ფილმზე, სადაც ლეონარდო საკუთარი გამოგონებების დახმარებით შეებრძოლებოდა ზებუნებრივ ძალებს.