შვედმა მეცნიერებმა შეისწავლეს მთელი რიგი საშუალებები, რომლითაც დავდივართ სამსახურამდე და გაარკვიეს, როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანის ჯანმრთელობაზე, შრომის უნარსა და პირად ცხოვრებაზე. ქვეიტად და ველოსიპედით სიარული გაცილებით სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე საზოგადოებრივი ან საკუთარი ტრანსპორტით.
კვლევაში მონაწილეობდა მოიცვა 21000 ადამიანი 18-იდან 65 წლის ასაკამდე, რომლებიც კვირაში 30 საათს მუშაობენ. გამოკითხვისას მონაწილეებს სთხოვეს, ეპასუხათ - რით დადიან სამსახურამდე, რა დრო სჭირდებათ ამისთვის და თავად როგორ აფასებენ თავიანთ ჯანმრთელობას ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა სტრესი, ძილი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დღეთა რაოდენობა და ა.შ..
შედეგებმა აჩვენა, რომ თუ არჩევანია საზოგადოებრივ ან საკუთარ ტრანსპორტს შორის, მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნაკლებ საზიანოა, რადგან ნაკლებია სტრესი და დაძაბულობა.
ზოგადად, ადამიანებს, ვინც ავტომობილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არჩია, ცუდად სძინავთ, ადვილად იღლებიან და გაცილებით ცუდად გრძნობენ თავს, ვიდრე ისინი, ვინც ქვეითად და ველოსიპედით სიარულს არჩევს. მგზავრთა ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული დრო.
ამავე დროს, მძღოლების ჯანმრთელობა, რომლებიც 30-60 წუთს მართავენ საჭეს, უარესია, ვიდრე მგზავრების, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთ საათს ატარებენ.