მარიკა ლორთქიფანიძე აფხაზებისა და აფხაზეთის თემაზე მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აკადემიკოსმა განუცხადა, ეს იქნება მისი წიგნის, "აფხაზების და აფხაზეთის" ერთგვარი გაგრძელება.
"ვეცნობი აფხაზეთზე რაც კი ახალი ლიტერატურა გამოსულა. ჩემთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთი და მისი მოსახლეობა. მაინტერესებს, ჩემი წიგნის შემდეგ რა შეიცვალა, რაიმე ჩემი აზრი თუ დადასტურდა. აი, ამ ყველაფერს ერთად დავამუშავებ და გამოვცემ. ეს იქნება ახალი ლიტერატურის საფუძველზე ჩემი ძველი წიგნის ერთგვარი გაგრძელება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარიკა ლორთქიფანიძის "აფხაზები და აფხაზეთი" 1990 წელს გამოვიდა. იგი რუსულ და ინგლისურ ენაზეა ნათარგმნი.
როგორც რეზიუმეში ვეცნობით, ნარკვევი მიზნად არ ისახავს აფხაზეთისა და აფხაზების ისტორიის გადმოცემას. მისი ამოცანა უფრო ვიწრო და კონკრეტულია, სახელდობრ, ცნებების - "აფხაზეთი" და "აფხაზები" - მნიშვნელობის წარმოჩენა სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვაენოვან წერილობით წყაროებში.