აშშ-ის ბირთვულ ლაბორატორიაში ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც იმ მყოფმა ადამიანებმა დასხივება მიიღეს. ინციდენტი კონტეინერთან არის დაკავშირებული. დასხივებულია სულ მცირე 17 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ლაბორატორიის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ატომური ენერგეტიკის პრობლემებისა და უსაფრთხოების ლაბორატორიაში, საცავში, სადაც რამდენიმე კონტეინტერი იდგა, ნარჩენების წმენდა მიმდინარეობდა. ამ დროს იქ მდგარი ერთი კონტეინერი შემთხვვევით გაიხსნა და იქ მყოფი ადამიანები დასხივდნენ.
ამ დროისათვის დაშავებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.