ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ საქართველოს ისტორიის ოთხტომეულზე მუშაობა უკვე დაასრულა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ისტორიკოსმა განუცხადა, ტომეული უკვე მზად არის, თუმცა ჯერ გაურკვეველია, როდის გამოვა.
"ავტორთა დიდმა კოლექტივმა საქართველოს ისტორიის ოთხტომეულზე მუშაობა დავასრულეთ, თუმცა სპონსორების პოვნის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის გამოვა წიგნები. სტამბაში ფინანსების გარეშე არავინ დაგიბეჭდავს, ამიტომ ჯერ დაუდგენელია, როდის გამოვა. ამაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ლორთქიფანიძემ.
ოთხტომეულში შესულია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე. მასზე ისტორიკოსების დიდი ჯგუფი მუშაობდა. ოთხტომეულის რედაქტორი მარიკა ლორთქიფანიძეა.