კორტინის (ავსტრალია) უნივერსიტეტის სპეციალისტთა ჯგუფმა ინსულინის შემცვლელი იპოვა, რომელიც შესაძლებელს გახდის დიაბეტის მკურნალობას.
მისი გუნდის მიღწევაზე პროფესორმა ერიკ ჰელმერჰოსტმა, გასულ კვირას კონფერენციაზე Univation 2011 განაცხადა, რომელიც პერტში ჩატარდა.
ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერიკ ჰელმერჰოსტი და მისი კოლეგები, აანალიზებდნენ მილიონობით ნივთიერებას ფარმაცევტული მონაცემთა ბაზიდან ცდისთვის, რათა ინსულინის მოლეკულური რუქის იმიტირება მოეხდინათ. შედეგად მეცნიერებმა იპოვეს ნივთიერება, რომელიც გადაარჩენს დიაბეტიანებს ინსულინის ინექციისაგან. ეს ქიმიკატი შესაძლებელია მიიღონ როგორც აბები.
ახლანდელი დიაბეტიანების 95% იტანჯება მეორე ტიპის დიაბეტით. გასულ წელს მათ ინსულინზე 10 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ახალი საშუალების გამოსვლისთანავე მეორე ტიპის დიაბეტიანთა მესამედი სნეულების გარკვეულ ეტაპზე შეძლებს თავი დაანებოს ინსულინის თერაპიას. ინსულინის შემცვლელი მოეწონებათ იმ ავადმყოფებსაც, რომლებსაც არ სურთ ინსულინის გამოყენება ინექციის სახით ან ინსულინის ტუმბოთი. M