ავღანეთში, ადგილობრივმა და ნატო-ს სამხედრო ძალებმა 60 თალიბი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. შეტაკება ავღანეთი-პაკისტანის საზღვარზე მდებარე პროვინცია პაკტიკტაში განხორციელდა.
ISAF -ის პროგრამის წარმომადგენელის განცხადებით, თალიბები მათ ბაზას თავს დაესხნენ. ბრძოლის შედეგად ორი სამხედრო კორპუსი განადგურდა.