ირანი ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდა. ამის შესახებ ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში.
სააგენტოს ექსპერტების ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ ჩაატარა რამდენიმე ცდა ასაფეთქებელი ბირთვული მოწყობილობის შესაქმნელად.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, საუბარია კომპიუტერულ მოდელირებაზე.
ირანი მუდმივად აცხადებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა არის მშვიდობიანი. ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ საჭიროებს.