აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი მიიჩნევს, რომ აშშ-ში ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც პოსტზე ორი ვადა გაატარა, შესვენების შემდეგ კვლავ უნდა ქონდეს პრეზიდენტან კენჭისყრის უფლება. შესაბამისი მოსაზრება კლინტონმა ამერიკის ტელეარხ MSNBC-ის ეთერში გამოთქვა.
„მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს უნდა იყოს წესი. მიმაჩნია, რომ პრაქტიკულად ამ წესის გამოყენება არ შეიძლება იმათთვის, ვინც უკვე იყო აშშ-ის პრეზიდენტი, თუმცა მივიჩნევ, რომ ამ წესის გამოყენება შესაძლებელია მომავალში", - განაცხადა აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყნის სათავეში 1993 -2001 წლებში იდგა.
ამჟამად აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების მიხედვით ერთსა და იმავე პირს უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნეს არა უმეტეს ორი ვადისა.