აშშ-მა ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა, ახალი სანქციები დააწესოს. ამის შესახებ როიტერი აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
ახალი სანქციები მიმართული იქნება ირანის კომერციული ბანკებისა და მსხვილი კომპანიების წინააღმდეგ. სანქციები არ შეეხება ნავთობისა და გაზის სექტორს.
გუშინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად ცდებს ატარებდა.