დედამიწას გიგანტურმა ასტეროიდმა ჩაუქროლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავიამზიდის სიდიდის ასტეროიდმა დედამიწას 300 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა, რაც ასტრონომიული ზომებით საკმაოდ ახლო დაშორებად ითვლება.
როგორც ასტროფიზიკოსები აცხადებენ, ასეთი შემთხვევა ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად ხდება.
მათივე განმარტებით, 1976 წლის შემდეგ დედამიწის ახლოს ასეთი დიდი ობიექტი არ გამოჩენილა.
ასეთივე ზომის ასტეროიდი დედამიწას 2028 წელს მოუახლოვდება.