ჭაბუა ამირეჯიბი ავტობიოგრაფიაზე მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მწერლის მეუღლემ, თამარ ამირეჯიბმა განუცხადა, ის ცხოვრების ფრაგმენტებს აერთიანებს.
"მოგეხსენებათ, ჭაბუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ ნელ-ნელა წერს ავტობიოგრაფიას. ცხოვრების და შემოქმედებით დეტალებს იხსნებს, რომელსაც ერთ წიგნად შეკრავს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ამირეჯიბმა.
მწერალს 18 ნოემბერს 90 წელი უსრულდება. მისი ცნობილი რომანებია "დათა თუთაშხია", "გორა მბორგალი", "გიორგი ბრწყინვალე".
"დათა თუთაშხიას" მიხედვით გიგა ლორთქიფანიძემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.
ჭაბუა ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1998) მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერია (2001), დაჯილდოებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. მისი ნაწარმოებები დაბეჭდილია ოცდაათ ენაზე.