ლიბიის ყოფილმა ლიდერმა მუამარ კადაფმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ამბოხებულები და ნატო მის რეჟიმს დაამხობენ, ამიტომაც საკუთარი რეჟიმის კრახისათვის შურისსაძიებლად ემზადებოდა. დღევანდელი ეგვიპტური პრესა წერს, რომ შურიძიებისათვის პოლკოვნიკმა ერთ ერთი ტერორისტული ორგანიზაცია ამოარჩია და მას შირძიებისათვის მილიონობით აშშ დოლარი უანდერძა.
ერთ-ერთი ლიბიელი პოლიტიკოსის, შრომის არაბული ორგანიზაციის ყოფილი გენერალური დირექტორის იბრაჰიმ კუვეიდარის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი წლის წინ, კადაფმა თავის ტრიპოლის რეზიდენციაში საერთაშორისო ტერორისტებთან შეხვედრა გამართა. მასზე მან წარმოადგინა გეგმა სახელწოდებით "შურისძიება რეჟიმის დამხობის შემდეგ", რომლისთვისაც 28 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
"კერძოდ, გეგმა ითვალისწინებს ლიბიის, არაბულ და ასევე ევროპულ ქალაქებში ტერაქტების განხორციელებას, კერძოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც 17 თებერვლის რევოლუციას უჭერდნენ მხარს", _ აცხადებს იბრაჰიმ კუვეიდარი.
მისივე თქმით, კადაფის მომხრეთაგან მომდინა საფრთხე, რომლებიც მრავლად არიან საკმაოდ რეალურია. ამიტომაც მათზე თვალყურის დევნება აუცილებელია, ვინაიდან "ამ ადამიანებს აქვთ თანხა დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით და ეს თანხა ლიბიელ ხალხს ეკუთვნის".
შეგახსენებთ, რომ მუამარ კადაფი 20 ოქტომბერს თავის მშობლიურ ქალაქ სირტში მოკლეს.