აჭარამ საუკეთესო მშენებლები გამოავლინა. "აჭარის მშენებელთა და დეველოპერთა ასოციაციის" ორგანიზებით სასტუმრო "რედისონში" რეგიონში მოღვაწე მშენებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
ორი ნომინაცია მიიღო კომპანია "ანაგმა", რომელმაც რეგიონში საუეკეთესო გადამხდელისა და დამსაქმებელის ტიტული მოიპოვა. კომპანიამ 500 ადამიანი დაასაქმა, ხოლო მიმდინარე წელს ბიუჯეტში 1 155 957 ლარი შეიტანა.
ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო დეველოპერი "ორბი ჯგუფია", რომელიც ქალაქში 300 ათასი კვ.მ. ფართს აშენებს. კომპანიების გარდა, წლის საუკეთესო არქიტექტორი და დიზაინერიც გამოვლინდა. ესეინი არიან გიორგი გაბაშვილი და ჯიმსონ გურგენიძე.
"საზოგადოების ნაწილს, რომელიც დღეს დავაჯილდოვეთ, ჩვენი ქალაქის გალამაზებასა და აღმშენებლობაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენ შვიდი წელია ერთად ვქმნით შავიზღვისპირეთში ყველაზე საოცნებო ქალაქს. დღეს ბათუმში 1,1 მლნ კვ.მ. ფართის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში რეკორდული ციფრია". განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ.