ანალიტიკურ-საკონსულტაციო ჯგუფმა "პრაიმ თაიმმა" 23-დან 29 დეკემბრამდე ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიში ორნაწილიანია. პირველი მოიცავს ფასიანსა და უფასო პოლიტიკურ რეკლამებს, მეორე კი _ საინფორმაციო პროგრამებში კანდიდატებისთვის დათმობილ საეთერო დროს.
შედეგის თანახმად, კანდიდატების რეკლამების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: მიხელ სააკაშვილი _ 506, დავით გამყრელიძე _ 283, ლევან გაჩეჩილაძე - 235, შალვა ნათელაშვილი _ 207, ირინა სარიშვილი _ 142, არკადი პატარკაციშვილი _ 87.
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატთათვის დათმობილ დროს სიუჟეტების რაოდენობის თვალსაზრისით, ამ მაჩვენებლით ლიდერობენ საკაშვილი და გაჩეჩილაძე 104-104 სატელევიზიო სიუჟეტით, მათ მოჰყვება ნათელაშვილი _ 91 სიუჟეტით, პატარკაციშვილი _ 90, გამყრელიძე _ 65, სარიშვილი _ 49 და მაისაშვილი _ 47 სიუჟეტით.
მთლიანი საეთერო დროის ქრონომეტრაჟის თვალსაზრისით (კანდიდატის ეკრანზე ფიზიკურად ჩვენების ხანგრძლივობა) ლიდერობს პატარკაციშვილი, შემდეგ სააკაშვილი, მათ მოჰყვება გაჩეჩილაძე, შემდეგ სარიშვილი, მაისაშვილი და ბოლოს ნათელაშვილი.
ცსკ-ის თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას მედია თითქმის თანაბრად უთმობს ეთერს კანდიდატებს. მისი თქმით, საეთრო სივრცის თანაფარდობა დაცულია.