საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში დაღუპულების გამო
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"დამეთანხმებით ეს საკმაოდ რისკიანი პროფესიაა, თუმცა მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. წინასწარი მონაცემებით ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელსაც ემსხვერპლა ორი მაღაროელი. საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს" - განაცხადა მანჯგალაძემ.