აშშ-ში ატომურ ფიზიკაში ნობელი პრემის ლაურეატი ნორმან რამსეი გარდაიცვალა. რამსეი მასაჩუსეცის შტატში მოხუცებულთა სახლში 96 წლის ასაკში აღესრულა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
გარდაცვლილის მეუღლე ელი აცხადებს, რომ მისი მეუღლე ჯერ კიდევ 4 ნოემბერს გარდაიცვალა, თუმცა მედიამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო.
ნორმან ფოსტერ რამსეი ვაშინგტონში 1915 წელს მათემატიკის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. 1947 წლიდან მას ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორის თანამდებობა ეკავა. 1989 წელს რამსეიმ, გერმანელ ფიზიკოსებთან ჰანს დემელტთან და ვოლფგანგ პაულთან ერთად ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო.