იაპონიის სამხრეთ ნაწილში მიწისძვრა მოხდა. 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ ოკინავაზე დაფიქსირდა. მიწისძვრები ასევე მოხდა ინდონეზიასა და ნიკარაგუაში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. სეისმოლოგების განცხადებით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
ცნობილი ხდება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ოკინავას პრეფექტურის ადმინისრაციული ცენტრიდან, ქალაქ ოკინავადან 218 კილომეტრში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ასევე ინდონეზიის მახლობლად მდებარე კუნძულ ბალიზე. ეპიცენტრი ბალის ზღვაში, 5 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა. დაზარალებულების შესახებ ამ დროისათვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ექსპერტების შეფასებით, ცუნამის საშიშროება არც ამ მიწისძვრის გამო არსებობს.
ამას გარდა, მიწისძვრა მოხდა ასევე ნიკარაგუის დედაქალაქის მანაგუას მახლობლად. მიწისძვრს სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდის ტოლი იყო.