ლოს-ანჟელესის სასამართლომ, პოპ-მუსიკის მეფის მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმის კონრად მიურერის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კარდიოლოგმა, შესაძლოა, ციხეში 4 წელი გაატაროს და დაკარგოს სამედიცინო პრაქტიკის ლიცენზია. სასამართლოს ვერდიქტის გამოტანას, პოპ-მუსიკის მეფის მშობლებიც ესწრებოდნენ. სასამართლოსთან იმყოფებოდა ჯექსონის უამრავი თაყვანისმცემელი. ისინი მღეროდნენ ჯექსონის სიმღერებს. ასევე გაისმოდა შეძახილები "დამნაშავეა".
ბრალდების თანახმად, ჯექსონის პირადმა ექიმმა, პოპ მუსიკის მეფეს საძილე საშუალებები დაალევინა, რომელმაც ჯექსონზე უარყოფითად იმოქმედა და მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზი ანესტეტიკი „პროპოფოლი" გახდა. 50 წლის მომღერლისთვის პროპოფილის მოქმედება სასიკვდილო სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გამო გახდა.
სხვა მონაცემებით, სიკვდილის მიზეზი პროპოფოლით კი არა, „პრეპარატების სასიკვდილო კომბინაციით" იყო გამოწვეული. ჯექსონის გარდაცვალების დღეს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა რომ, პაციენტს „ვალიუმი" (დიაზეპამი), „ატივანი" (ლორაზეპამი) და „ვერსედი" (იდაზოლამი) ერთდროულად მიაღებინა.
2011 წლის სექტემბერში კი ჯექსონის პირადი ექიმის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც მაიკლ ჯექსონის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი - მაიკლ ჯექსონი 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში, ქალაქ გარში დაიბადა. 6 წლის ასაკში მაიკლი უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა. 11 წლის ასაკში მაიკლი საოჯახო პროექტის „Jackson 5"-ის სოლისტი გახდა. ძმები ჯექსონები ხმის ჩამწერ სტუდიასთან „Motown" თანამშრომლობდნენ. 1971 წელს, 13 წლის ასაკში, საუკეთესო ალბომები ჩაწერა, რომელთა შორისაც - „Got to Be There", „Rockin' Robin" და „Ben" იყო. 1978 წელს გადაიღეს ფილმში - „ჯადოქარი". იმავე წელს მაიკლმა მუსიკალური რეჟისორი ქუინს ჯოუნგი გაიცნო, რომელიც შემდგომში მისი საუკეთესო ალბომების პროდიუსერი გახდა.
ჯექსონი იყო ჰუმანიტარული კოლეჯის საპატიო კურსდამთავრებული; ფირმის „MJJ Productions" პრეზიდენტი; კომპანია „Mijac Music" პრეზიდენტი; მსოფლიო კარატის ფონდის საპატიო წევრი; „Heal the World" ფონდის დამაარსებელი; ფილოსოფიის დოქტორი და ქველმოქმედი. ჯექსონმა მიიღო უამრავი ჯილდო. ის მფლობელია ოცამდე „გრემის", „World Music Awards", „NAACP Image Awards", „American Music Awards", „Billboards Awards", „Black Gold Awards", „Crystal Globe Awards", „Ebony Magazine Awards", „Guinness Book of Records", „Hollywood Star", „MTV Awards", „People's Choice Awards", „NARM", „Bravo Magazine", „Ebony Magazine", „American Achievement Award", „MTV Vanguard Awards", „Soul Train Award", „UNCF", „American Dance Award", „BET", „British TV Industry Awards", „British Phonographic Industry Awards", „British Academy of Music Awards", „Cashbox", „Critic's Choice Awards", „Entertainment Tonight", „Friday Night Video", „Forbes", „National Urban Coalition", „Rolling Stone Magazine", „U.K. TV Show", „Vanity Fair Awards", „Video Software Dealer Association Awards", „Emmy Nominee", „BMI Awards", „Boy Scouts of America", „Capital Children Museum", „Music Connection", „Sony Entertament", „ NABOB, Operation One to One Award", „President of U.S.", „George Bush", „Crenshaw Community Youth and Arts Foundation", „Smash Hits Awards", „Pop Rock Magazine".
2009 წლის აპრილში ექიმებმა ჯეკსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. 2009 წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსკის ლეგენდა წაიქცა, ნომერზე - 911, ადგილობრივი დროით, 12:21 წუთზე დაირეკა, როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯეკსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა, მას სწრაფად ჩაუტარეს გულის ოპერაცია, მაგრამ კომაში ჩავარდა და კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოპის მეფის დაკრძალვის ცერემონია რამდენჯერმე გადაიდო.
თავდაპირველად, მომღერლის დასაფლავების ცერემონიალი 29 აგვისტოს, მის დაბადების დღეზე იგიგმებოდა, მაგრამ დაკრძალვა ნათესავების მოთხოვნით, 3 სექტემბრისთვის გადაიდო. ოჯახის ადვოკატი - ბრაიან ოკსმანი კი ირწმუნება, რომ მომღერლის სხეული 6 აგვისტოს მიაბარეს მიწას.
იგი კალიფორნიის ტერიტორიაზე, მემორიალურ პარკში - „Forest Lawn Glendale", ცნობილი მსახიობების და მომღერლების გვერდით დაკრძალეს. „Associated Press"-ის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მომღერლის ნათესავები და დაახლოებით 200 უახლოესი მეგობარი ესწრებოდა.