"თავისუფალი დემოკრატები" მწუხარებას გამოთქვამენ ტყიბულის მაღაროში მომხდარი ინციდენტის დროს ორი მაღაროელის დაღუპვის გამო და სამძიმარს გარდაცვლილთა ოჯახებს უცხადებენ.
"მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქვეყნაში მცირე და დიდი საწარმოების უმრავლესობა, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გარეშე ფუნქციონირებს, რაც იქ მომსახურე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ვიმედოვნებთ, რომ მაღაროელების დაღუპვის გარემობების გამოძიება მოხდება ობიექტურად და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისაც მათი უსაფრთხოება ევალებოდა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ წუხადენლი უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის მაღაროში ერთადერთი არაა და იქ უკვე 12 მაღაროელი დაიღუპა", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.