ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
"უახლოეს დღეებში ვაპირებთ, მოქალაქეობის აღდგენით საქართველოს პრეზიდენტს მივმართოთ. როგორც კი დასრულდება პროცედურა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის, შემდეგ ეტაპზე უკვე ვიხილავთ მოქალაქეობის მოთხოვნის საკითხს. ეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი პროცესი და რამდენიმე დღეში საბოლოოდ შეჯერდება, როდის იქნება გაცხადებული. ამის თაობაზე სპეციალურ განცხადებას გავაკეთებთ", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 11 ოქტომბერს ჩამოართვეს.