პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"არ ვიცი მე მას რისი იმედი აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ზუსტი ინფორმაცია მოსახლეობის განწყობის და თუ ვინმე მას აიმედებს, ეს მათი პრობლემაა", _ განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მოსახლეობა სწორ ანალიზს აკეთებს, თუ რომელ კანდიდატს აქვს შესაძლებლობა შეასრულოს თავისი დაპირებები.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს აბსოლუტურად ნათლად დადასტურდება ზეგინდელი არჩევნების შედეგების შედეგად,"- განაცხადა ბურჯანაძემ.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გამორიცხა, რომ არჩევნების ნიადაგზე ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობას ჰქონდეს ადგილი.
"როგორც ჩანს ამისი მცდელობები იქნება და მე უპირველეს ყოვლისა, მაქვს ჩვენი მოსახლეობის გონიერების იმედი, რომ არ აყვებიან არავითარ პროვოკაციებს და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ამავდროულად მაქვს სახელმწიფო სტრუქტურების იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს დესტაბილიზაცია, არეულობა ან შეცვალოს ქართველი ხალხის არჩევანი", _ განაცხადა ბურჯანაძემ.