ბათუმის საკრებულოს "ქრისტიან დემოკრატმა" წევრმა ნაზი ქობულაძემ და პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 13 წლის ენრიკო კურტანიძეს დღეს ველოეტლი გადასცეს. მოზარდი დაბადებიდან ჰიდროცეფალიით არის დაავადებული და ოჯახის წევრებს ხელით დაჰყავდათ.
"მსგავსი საქველმოქმედი აქცია ჩვენს პარტიას პირველად არ განუხორციელებია და ეს არც უკანასკნელი იქნება. მზად ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში, დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ვფიქრობ, დღევანდელი ჩვენი საჩუქარი ენრიკოს და მისი ახლობლების ცხოვრებას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს", - განაცხადა ქობულაძემ.