ინტერნეტგვერდზე "bestnationality.com" საუკეთესო ქვეყნებისა და ხალხების გამოვლენისთვის გამოკითხვა მიმდინარეობს. პროექტს "მსოფლიოს საუკეთესო ერი" ეწოდება. ამჟამად ინტერნეტგვერდზე მიმდინარე გამოკითხვით სეპარატისტული აფხაზეთი ლიდერობს. საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ეს რეგიონი "დამოუკიდებელ ქვეყნადაა" წარმოდგენილი.
"წარმოდგენილია პროექტი "მსოფლიოს საუკეთესო ერი" - ყველა ჩვენთაგანი სხვადასხვა ერის წარმომადგენელია და თითოეულ ჩვენთაგანს აქვს უფლება უყვარდეს სამშობლო. ამ ინტერნეტგვერდის მეშვეობით, თქვენ გაქვთ საშუალება ხმამაღა განაცხადოთ თქვენი ქვეყნისა და თქვენი ერის შესახებ და ხმა მისცეთ და მხარი დაუჭიროთ მსოფლიოს საუკეთესო ერს", _ ნათქვმია ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.