ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი აშშ-სა და ისრაელს აფრთხილებს და ირანის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აქციისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისი თქმით, ირანი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ რაიმე სახის აქციებს არ დაუშვებს. ეს განცხადებები აჰმადინეჯადმა ეგვიპტურ გაზეთ "ალ-ახბართან" საუბარში გააკეთა.
"აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიოს გაერთიანებას აპირებენ. ირანს კი ბირთვული იარაღი არ აქვს", _ აცხადებს აჰმადინეჯადი და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ისრაელი გაცილებით უფრო საშიშია რეგიონისთვის, ვიდრე ირანი.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების გეგმები ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის დროს მუშავდებოდა აშშ-ში.