საქართველოში ახალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - "112" ფუძნდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ საუბარია საგანგებო სიტუაციებისთვის ერთიანი კოორდინირებული სისტემის შექმნაზე, რომელშიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო, სახანძრო და საგანგებო სიტუაციათა სამსახური შევა და მას კონტროლს შს სამინისტრო გაუწევს და მას "112" დაერქმევა.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
მასალის გამოყენების პირობები