უკრაინის საგადასახადო მილიციამ ეს-პრემიერის იულის ტიმოშენკოს წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღადგინა და მსვლელობა მისცა. ეს საქმეები, ტიმოშენკოს მიერ გადასახადების გადაუხდელობას ეხება 1990-იანი წლების შუა ხანებში, მაშინ როდესაც ტიმოშენკო კომპანია "უკრაინის ერთიან ენერგეტიკულ სისტემებს" ხელმძღვანელობდა. ეს განცხადება დღეს იულია ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ გააკეთა.
"პარასკევს საგადასახადო მილიციის თანამშრომლებმა იულია ტიმოშენკოს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღდგენილიაოთხი სისხლის სამართლის საქმის წარმოება სადაც იულია ვლადიმეროვნა ფიგურირებს. საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელებმა მას ოთხივე სისხლის სამართლის საქმის აღდგენის დადგენილების ასლები გადასცეს", _განაცხადა ვლასენკომ და აღნიშნა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეები ჯერ კიდევ 2000-იან წლებში იყო დახურული.