გაზის გათბობის სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების თაობაზე დღეს თბილისის მერიის და კომპანია „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.
მათი ერთობლივი ინიციატივით, მოსახლეობას საშუალება ექნება დააფიქსირონ გაზის გამათბობლებთან და მთლიანად სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც ისინი უმოკლეს ვადაში გადაჭრიან.
მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დარეკონ მერიისა და კომპანია „ყაზტრანსგაზის" ცხელ ხაზზე: 272 22 22 და 114 და დაფიქსირონ კონკრეტული მისამართი და პრობლემა.
შესაბამისი სამსახურების მიერ, ყოველდღიურად მოხდება შემოსული ინფორმაციის აღრიცხვა და რიგითობის მიხედვით, ბინაზე მისვლით საეჭვო ადგილების შემოწმება.
აღშანიშნავია, რომ თბილისელები ამ სერვისს სრულიად უფასოდ მიიღებენ. მომსახურების ხარჯებს თბილისის მერია თავად დაფარავს.