"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებებისა, უმუშევრობის პრობლემა, როგორც მთელ საქართველოში გორშიც მთავარ პრობლემად რჩება.
მისივე თქმით, გორში კომბინატის დასახლების მცხოვრებლებს დასაქმების გარდა, წლების განმავლობაში მოუგვარებელი აქვთ გაზისა და კანალიზაციის პრობლემა.
" რამდენიმე წელია ამ რაიონში ადამიანებს არ უგვარდებათ კანალიზაციისა და გაზის პრობლემა. რეალურად არ ჩნდება სამუშაო ადგილები მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა. აშკარად დგას საკითხი, რომელსაც ყველა გორელი იზიარებს, რომ დადგა ცვლილებების დრო, რომელიც ისეთ ხელისუფლებას მოიყვანს, რომელიც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე იზრუნებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.