ხვალ, 8 ნოემბერს, 11:00 საათზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დუშეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,ლდს-ჩერიტი''-ს წარმომადგენლები და დონორები: დევიდ და ჯოდი რიისები და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ადამიანი''-ს ორგანიზებით, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა დასახელების სამედიცინო აპარატურა და საშუალებები. კერძოდ: კარდიოგრამის აპარატი, ავტოკლავი სამედიცინო იარაღების სტერილიზაციისათვის, ქირურგიული იარაღების კომპლექტი და 150 კომპლექტი თეთრეული. სულ 5291 ლარის ღირებულების.
გარდა ამისა, ბენეფიციარებს გადაეცემათ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გრანტირებული საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ შემოწირული საჩუქრებიც.
საქველმოქმედო აქციას დაესწრებიან მცხეთა-მთიანეთის რეგიოინის და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვენელები.