ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ნონა გაფრინდაშვილი პატარკაციშვილის არჩევნებში მონაწილეობას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა.
გაფრინდაშვილის თქმით, როდესაც პატარკაციშვილმა გააკეთა განცხადება კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით იქვე აღნიშნა რომ იგი ელოდება სააკაშვილის მხრიდანაც იგივე გადაწყვეტილების მიღებას.
"მან გააკეთა განცხადება, რომ მზად არის მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა მიხეილ სააკაშვილი. თუმცა სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და აქედან გამომდინარე პატარკაციშვილმაც გადაწყვიტა კვლავ ეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის ხალხის მოთხოვნა, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.