ყვარელში დურუჯის ტბის და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობაზე, 29 წლის გივი ხიზანიშვილი დაიღუპა. ხიზანიშვილი მუშად მუშაობდა. მას დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
„ობიექტზე რომ მივედით, ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა. სხეულზე სილურჯეები აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, გულის დახურული მასაჟი ჩავუტარე, მაგრამ უშედეგოდ. სიკვდილი ელექტროტრავმამ გამოიწვია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმმა ვალოდია გელაშვილმა.
თვითმხილველების თქმით, დურუჯის ტბის და დასასვენებლი კომპლექსის მშენებლობა დღეს, დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რადგან ხვალ კომპლექსის საზეიმოდ გახსნაა დაგეგმილი.