თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე თოვს. ამასთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. როგორც სინოპტიკოსმა აღნიშნა, დღეს თბილისში მთა-გორიან ადგილებში მოთოვს, თუმცა თოვლი არ იქნება ხანგრძლივი.
„უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ნუცუბიძეზე თოვლის ფანტელები დაფიქსირდა, თუმცა ეს მცირეხნიანი იქნება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თოვლი მთაგორიან ადგილებში იქნება. დაველოდოთ, შესაძლებელია ვაკე ადგილებშიც მოთოვოს. თუმცა, ხვალ დილიდან გამოიდარებს. რაც შეეხება, დანარჩენ დღეებს 17 ნოემბრამდე არამდგრადი ტემპერატურა ფიქსირდება", - განაცხადა გვაზავამ.
ცნობისთვის, თოვლჭყაპი 9 ნოემბერსაც დაფიქსირდება.