ექიმები სეზონური გრიპის ეპიდემიის მოლოდინში არიან. ვირუსის გართულებული ფორმით ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 2 ადამიანია მოთავსებული.
„წელსაც სეზონური გრიპის ეპიდემია მოსალოდნელია. შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციები უცვლელია ჰიგიენურ რეჟიმთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ე.წ. H1N1 ვირუსით დაავადებული იქნება წელსაც, თუმცა მასშტაბი ბევრად ნაკლები ვიდრე შარშან", - განაცხადა დაავადებული კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მაია ბოწოშვილმა.
ინფექციონისტები ვარაუდობენ, რომ H1N1 ტიპის ვირუსები მკვეთრად შემცირდება. დაავადების ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ურჩევს ჩაიტარონ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დაიცვან ჰიგიენური წესები.