„მის მსოფლიოზე" გამარჯვება ვენესუელას წარმომადგენელმა 22 წლის ივეან სარკოსმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სარკოსის გამარჯვების შემდეგ ვენესუელა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომლის წარმომადგენლებმა 6-ჯერ გაიმარჯვეს კონკურსში „მის სამყარო" და ამდენივე გამარჯვება მოიპოვეს „მის მსოფლიოზე".
ლონდონში გამართულ კონკურსში ვენესუელის წარმომადგენელმა 112 კონკურსანტს აჯობა.
კონკურსანტთან დაკავშირებით უცხოური პრესა აღნიშნავს, რომ სარკოსმა ცხოვრებაში მრავალი ტანჯვა გადაიტანა და გამარჯვება არამხოლოდ თავისი გარეგნობით, არამედ დიდი შრომის ფასად მოიპოვა. ის არის მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრი. უნდა აღინიშნოს, რომ 12 ძმასთან და დასთან ერთად ის 8 წლის ასაკში დაობლდა.
ივეან სარკოსი ერთ-ერთი მონასტრის ბავშვთა სახლში იზრდებოდა. მან დიდი ფიქრის შემდეგ მონაზონობაზე უარი განაცხადა. მონაწილეობა მიიღო „მის ვენესუელას 2010-ში" სადაც მეორე ადგილი მოიპოვა. ამ წარმატებამ მას შესაძლებლობა მისცა „მის მსოფლიოზე" მიეღო მონაწილეობა.