საბერძნეთში კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. შთახმების შესახებ განცხადება ქყვენის პრეზიდენტის კარლოს პაპულიაის, პრემიერ-მინისტრის გეორგიოს პაპანდრეუსა და ოპოზიციის ლიდერის ანტონის სამარსის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა.
პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი დათანხმდა, რომ ახალ მთავრობას ის არ ჩაუდგება სათავეში.
დღეს, მხარეთა შეხვედრისას, გაირკვევა ქვეყნის ახალი პრემიერის ვინაობა.
საბერძნეთის მედია კოალიციური მთავრობის სავარაუდო მეთაურად ამჟამინდელ ფინანსთა მინისტრს ევანგელოს ვენიზელოს ასახელებს.
მას შემდეგ რაც დასახელდება ახალი პრემიერის კანდიდატურა, ქვეყნის პრეზიდენტი მიიწვევს ყველა პარტიის წარმომადგენელს კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის.