სირიაში სამთავრობო ძალების მიერ ხუთი მშვიდობიანი მოქალქეა მოკლული. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ყველაზე რთული ვითარება შექმნილია ქვეყნის დასაველთით, ქალაქ ხომსში.
ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დაპირების მიუხედავად, რომელიც მან არაბული ქვეყნების ლიგას მისცა, სამხედროების ძალადობა ჯერაც არაა შეწყვეტილი.
არაბული ქვეყნების ლიგის წარმომადგნელები აცხადებენ, რომ თუ სირიის ხელისუფლება გააგრძელებს ტერორს საკუთარი მოსახლეობის მიმართ ის ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს.
ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში სამხედრო ძალების მიერ მოკლულია 30-დე ადამიანი. ხოლო დემოკრატიული რეფორმების მომხრე ძალების საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მსხვერპლი რამდენიმე ასეულს აღწევს.