სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და ანსამბლი "ბასიანი" ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას უერთდებიან . ივანიშვილისთვი მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით განცხადება ქართველი მომღერლებისა და ფოლკლორული გუნდების მიერ 31 ოქტომბერს გაკეთდა.
"ჩვენ ვგალობთ ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობის იმ დიდებულ ტაძარში, რომლის აშენებაშიც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ, ყველაზე დიდი წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის. ადამიანური, მოქალაქეობრივი და ქრისტიანული თვითშეგნება გვავალდებულებს, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პირადი პოზიცია და შევუერთდეთ ქართველ მუსიკოსთა განცხადებას ბატონი ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე. ამასთან, ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, მგალობლები და მუსიკოსები არ ვერევით პოლიტიკურ დაპირისპირებაში. გვსურს, რომ საქართველოს განვითარება გაგრძელდეს აღმშენებლობის, მშვიდობის, სამართლიანობისა და დემოკრატიის გზით", - ნათქვამია სამების საკათედრო ტაძრის გუნდისა და ანსამბლი `ბასიანის~ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.