დღეს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ფეხბურთელ კახი კალაძეს საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კალაძის პრესსმდივანმა განუცხადა, საუბარი გაცნობითი ხასიათის იყო.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დღეს პროფესორმა ნესტან კირთაძემ და ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძემაც გამართეს.