ბათუმის მეჩეთში საზეიმო ლოცვა საქართველოს მუსლიმანთა კავშირის თავმჯდომარემ, აჭარის მუფტმა ჯემალ პაქსაძემ ჩაატარა. მორწმუნეებს ბაირამის დღესასწაული აჭარის მთავრობის პირველმა პირმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და აღამსრულებელი ხელისუფლების წევრებმა მიულოცეს.
ყურბანი მსხვერპლშეწირვას ნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები საკლავს წირავენ, რომელიც ოჯახს, მეზობლებსა და ღარიბ ნათესავებს შორის იყოფა. მუსლიმანები ამავე დღეს სპეციალურ ტკბილეულს „ჰალვას" ამზადებენ და წინაპრების საფლავების მოსალოცად გადიან.
ყურბან-ბაირამის დღესასწაული დღეს დაიწყო და კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.