ბოლო მონაცემებით წყალდიდობას ტაილანდში 500 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ძლიერი წვიმები სამ თვეზე მეტია გრძელდება. წყალდიდობამ პროვინციებში ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. დატბორილია დედაქალაქ ბანგკოკის დიდი ნაწილი. არსებობს საშიშროება, რომ წყალმა დედაქალაქის ცენტრამდეც მიაღწიოს.
მთავრობის ინფორმაციით, ზარალი 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. პრემიერ-მინისტრ ინგლუკ შინავატრას განცხადებით, ყველა შენობა, რომელიც დაინგრა ან დაიტბორა აღდგება.
"სამუშაოები 45 დღეში უნდა დასრულდეს, რადგან ხალხი ქუჩაშია დარჩენილი", - განაცხადა შინავატრამ.
მასალის გამოყენების პირობები