ძველ რიგაში, ეროტიკის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის დამფუძნებელია ლიტვის მოქალაქე ვიდას კონტრიმავიჩუსი, რომელმაც მისი კოლექცია პირველად კაუნასში აჩვენა.
კოლექციონერის მიერ შეგროვილი ეროტიკის 300 ექსპონატი, ოთხ ოთახში განთავსდა. მეხუთე დარბაზი კი განკუთვნილია საგნებისთვის, რომელიც ლატვიის ეროტიული ცხოვრების ისტორიას უკავშირდება.
მუზეუმი იმუშავებს 11 დან 20 საათამდე. ხოლო ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ღამის ორ საათამდე. 20 საათამდე შესვლა 3 ლოტი ეღირება, მოგვიანებით კი 5 ლოტი.