ჩრდილოეთ ავღანეთის პროვინცია ბაღლანში მეჩეთთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. პროვიცნიის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანია. მეჩეთში შეკრებილი მლოცველები მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, როდესაც აფეთქება განხორციელდება. შემთხვევის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.