წუხელ გვიან ღამით, კახეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 15 წლის გიგა შეყილაძე კატასტროფის ცენტრმა იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ინტოქსიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოათავსეს.
სასწრაფო დახმარების ექიმების განცხადებით პაციენტმა ჭარბი დოზის მედიკამენტები მიიღო, რის გამოც 15 წლის გიგა შეყილაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
მოზარდი ბათუმში ცხოვრობს და იგი კახეთში დეიდაშვილებთან სტუმრად იყო ჩასული.